Wednesday, January 27, 2021

 


ინფოგრაფიკები და მათი როლი სასწავლო პროცესში

პროექტი ,, ჩემი სკოლა-ციფრული სკოლა“ გრძელდება.

დღეს, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა , ამჟამად ესტონეთის დიპლომატიის სკოლის სტუდენტმა, ეთო გლურჯიძემ, ჩაატარა ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.

მან თავისი გამოცდილება და ესტონური სწავლების პრაქტიკა გაგვიზიარა და ჩვენი ყურადღება შეაჩერა ინფოგრაფიკების მნიშვნელობაზე, როგორც თანამედროვე, მოთხოვნად ინსტრუმენტზე, რომელიც დღითიდღე  მოთხოვნადი  ხდება ყველა სფეროში.  გაგვაცნო რამდენიმე ხელმისაწვდომი პლატფორმა და მასზე მუშაობის დეტალები.  მოგვცა კონკრეტული რჩევები, რა უნდა გავითვალისწინოთ ინფოგრაფიკების   შექმნისას დიზაინის, სტრუქტურისა თუ შინაარსის მიმართულებით.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში. ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენი სკოლის სწავლა-სწავლების პრაქტიკაზე და დადებითად აისახება მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ უნარებზე.

 

 

1 comment:

  1. ამ შეხვედრამ დიდწილად განაპირობა ჩვენი ციფრული სტრატეგიის შემუშევება. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ინსტრუმენტის გაზიარებისთვის ჩვენს ციფრულ დონორს ეთო გლურჯიძეს.

    ReplyDelete