Monday, January 25, 2021

ჩვენი ციფრული მხარდამჭერები

 

                             TV სკოლა  -  სწავლა-სწავლების  ხელშემწყობი პლატფორმა


პროექტი ,,ციფრული სკოლა-ჩემი სკოლა“ გრძელდება.

25 იანვარს შედგა მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში. ამჯერად ჩვენი ციფრული მხარდამჭერი იყო ჩვენივე სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ბედიანაშვილი, რომელმაც პედაგოგებს დეტალურად გააცნო TV სკოლის  საიტი, მისი გამოყენების ინსტრუქცია.


პედაგოგთა ნაწილისათვის ეს პლატფორმა უკვე ცნობილია და წარმატებით იყენებს საკუთარ პრაქტიკაში, თუმცა  მათთვის, ვინც პირველად გაეცნო საიტს, შეხვედრა აღმოჩნდა კიდევ უფრო საინტერესო. მათაც გამოთქვეს სურვილი მოსინჯონ საიტზე კლასების შექმნა, მზა ტესტების გამოყენება და საკუთარი დავალებების შექმნა.   

 

 

 


2 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. საინტერესო შეხვედრა იყო. მადლობა მარიამს, რომ გახდა მშობლიური სკოლის ციფრული მხარდამჭერი და მომავალშიც გვპირდება თანამშრომლობას.

    ReplyDelete