ციფრული დონაცია

 

 


 
Google Account-ის შესაძლებლობები,  მისი მნიშვნელობა  და გამოყენება


დღეს 11 თებერვალია. გაიმართა მორიგი შეხვედრა ,,ციფრული დონაციის“ ფარგლებში. ამჯერად  ჩვენი დონორია ჩვენი სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი-ივანე წეველიძე, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს პროექტს.

შეხვედრის თემა იყო Google Account-ის  შესაძლებლობები, მნიშვნელობა და გამოყენება.  შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში.  ყურადღება გამახვილდა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის მნიშვნელობაზე.  მონაწილეების მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ივანეს მიერ მომზადებული პრეზენტაცია აღძრავდა დიდ ინტერესს მოსწავლეებში.

 


    დიდი მადლობა ივანე წეველიძეს, ჩენს ახალგაზრდა კოლეგას, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოხატა, როგორც ციფრული დონაციის, ისე ციფრული სტრატეგიის  განხორციელების პროცესში.

 

 

 

 

 

1 comment:

  1. საინტერესო შეხვედრა იყო. სულ უფრო ღვივდება ინტერესი.

    ReplyDelete