Saturday, February 6, 2021

 

      პოსტერი





ვიდეორგოლი



საკონკურსო  თემატიკაზე მუშაობა დამთავრდა

პროექტი ,,ციფრული სკოლა-საქართველო“  მონაწილე სკოლებისგან მოითხოვდა  საკონკურსო  ბლოგის, პოსტერისა და ვიდეორგოლის შექმნას 7 თებერვლამდე.

ბლოგზე მუშაობა ლიდერთა ჯგუფმა  მალევე დაიწყო.  ბლოგის მთავარ კედელზე განთავსდა როგორც პროექტის მიმდინარეობის ამსახველი პოსტები.  ჩანართებზე დაწკაპვით შეგიძლიათ მცირე ინფორმაცია სკოლის, პროექტის,  ლიდერთა ჯგუფის, ციფრული მხარდამჭერების შესახებ. ბლოგზე ნახავთ პროექტში ჩართული მოსწავლეების შთაბეჭდილებებსაც. აქვე მოვუყარეთ ჩვენს  მიერ მომზადებულ ციფრულ რესურსს, შევქმენით სამახსოვრო გალერეა.

დასრულდა პოსტერსა და ვიდეორგოლზე მუშაობაც. თითოეული პროდუქტის შექმნაზე ლიდერთა ჯგუფთან ერთად მუშაობდნენ მოსწავლეები.

 განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ციფრულ მხარდამჭერებს. რომ არა ისინი, პროექტი ასე საინტერსოდ ვერ წარიმართებოდა და რაც მთავარია, პროექტი გრძელდება და ძლიერდება.

 


1 comment:

  1. წარმატებები, მეგობრებო!

    ReplyDelete