შთაბეჭდილებების გვერდი

 მოგესალმებით ჩემო მეგობრებოძვირფასო მასწავლებლებო და საზოგადოებავ!

  

მე ნანი ომაძე ვარ, ფხვენისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, პროექტ "ციფრული სკოლა-ჩემი სკოლა" თანამონაწილე, ამ პროექტმა დიდი ინტერესი და მღელვარება გამოიწვია, ვფიქრობ...თუ რა განცდა აღმიძრა ამ პროექტმა...პირველ რიგში-დამაინტერესა,მეორე- დამაფიქრა, რატომ? იმოტომ რომ ძალიან ბევრ ციფრულმოწყობილობას , აპლიკაციებს,ვიყენებ და ბევრი რამ არ მცოდნია მათზე, მესამე- სიხარული, რომ გავხდი ამ პროექტის ნაწილი.თვით ამ პროექტმა დამაინტერესა და ბევრი ინფორმაციის მიღებას მოველი, ამ პროექტში მონაწილეობა შემმატებს ბევრ უნარჩვევებს, გამხდის უფრო კომუნიკაბელურს და გამოცდილებას მიმაღებინებს. ჩვენმა პროექტმა სტარტი აიღო და უკვე გვქონდა ორი შეხვედრა, მართლაც კარგი და შთამბეჭდავი, მოლოდინებით აღსავსე, უი, არ გამომრჩეს, მეორე შეხვედრა გვქონდა ჩვენი სკოლის-ფხვენისის საჯარო სკოლის მოსწავლესთან, აწ უკვე კურსდამთავრებულ- ეთერ გლურჯიძესთან, ამ შეხვედრამ უფრო შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან შევხვდი გამოცდილ და ნიჭიერ გოგოს, რომელმაც მოკლე დროში შეძლო ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და სწავლება.... ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრები ასეთ გამოცდილ და ნიჭიერ ახალგაზრდებთან, ჩვენს კურს დამთავრებულებთან, მიხარია რომ მაქვს შანსი მათთან ერთად მუშაობისა. დარწმუნებული ვარ,ეს პროექტი შედეგს გამოიღებს... ეს ჩვენზეცაა დამოკიდებული. პირადად მე, ვარ ძალიან მოწადინებული, რომ გავიგო და ვისწავლო ბევრი რამ, მქონდეს მეტი წარმოდგენა და ზოგადი ცოდნა ციფრულ ინსტრუმენტებზე. კმაყოფილი ვარ ამ ორი შეხვედრით, კიდევ ველოდები მსგავს შეხვედრებს და ბევრის სწავლას... მადლობა ამ პროექტს და ჩემს სკოლას,ასე რომ დაგვაინტერესა და გაგვხადა პროექტის ნაწილი, რომ მაქვს შესაძლებლობა უფრო კარგად გავეცნო ციფრულ შესაძლებლობებს.




        სკოლამ  წამოიწყო პროექტი ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ალბათ, ეს ის თემაა, რომლის ცოდნაც ყველაზე საჭირო და გამოსადეგია.

       დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს საყვარელ, კრეატიულ, შრომისმოყვარე და ენერგიულ მასწავლებლებს, პროექტის საინტერესოდ პრეზენტაციისთვის.  შეხვედრა  საკმაოდ სახალისო და შემეცნებითი იყო.  გავეცანით ჩვენს ბლოგს.  გავიგეთ,თუ რა მიზნით ჩავერთეთ ამ პროექტში. ალბათ, ყველა ის ადამიანი, ვინც პირველ შეხვედრას დაესწრო, მოუთმენლად ელის მეორე შეხვედრას. დიდი იმედი მაქვს მეორეც ისეთივე საინტერესო, სახალისო იქნება როგორიც პირველი.

      მოვუწოდებ ყველას, რომ ჩაერთონ ამ პროექტში, ერთად ვიშრომოთ და მივაღწიოთ იმას, რაც ჩვენ, ყველას გვინდა!

                                                       მე-11 კლასის მოსწავლე:   ვერიკო ნადირაძე

 

 


1 comment:

  1. რა სასიამოვნო გამოხმაურებებია, მადლობა თქვენ!

    ReplyDelete