პროექტის შესახებ


 



პროექტიციფრული სკოლა-საქართველო  დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით.

 პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.

 

          პროექტის დიზაინი შემდეგ იდეებსა და მოსაზრებებს ეყრდნობა:

·         პედაგოგიკა მართავს ტექნოლოგიას და არა პირიქით. ტექნოლოგიების განათლებაში ინტეგრირება სამ ურთიერთდამოკიდებულ სფეროს მოიცავს: პედაგოგიკა, ტექნოლოგია და ცვლილებების მენეჯმენტი.

·         ცვლილებები ორგანიზაციულ (სკოლის) დონეზე მიიღწევა. შესაბამისად, ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პრაქტიკის მნიშვნელობისმთელი სკოლისდონეზე გააზრება, ხედვის გაზიარება და დანერგვაში სასკოლო საზოგადოების თანამონაწილეობა წარმატებული ციფრული სკოლის აუცილებელი ინგრედიენტებია.

·         გარშემო უამრავიჭკვიანიინსტრუმენტია მონაცემების მოსაგროვებლად და გასაანალიზებლად. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ჭკვიანურად გამოვიყენებთ მათ მოსწავლეების სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

·         წარმატებული ისტორიების და პრაქტიკის მაგალითების გაზიარება, სკოლის შიგნით და გარეთ, ხელს უწყობს ციფრულ ცვლილებებს და მეტ მოტივაციას გვმატებს ჩვენი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

 

ტრენინგები განხორციელდებადიჯი-სოლთისმიერ ტალინის უნივერსიტეტთან თანა მშრომლობით.


 

როექტში მონაწილეობა:

მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია სკოლის 6 წევრისგან შემდგარ გუნდი,  რომელსაც ესმის ციფრული ცვლილებების როლი საკუთარი სკოლის კონტექსტში და მოტივირებულები არიან:

·         შეისწავლონ ის ცვლილებები, რასაც ტექნოლოგიების დანერგვა განაპირობებს განათლებაში

·         განაახლონ თავისი სასწავლო პრაქტიკა, რათა მხარი აუბან ციფრულ სასწავლო ეპოქის მოთხოვნებს მოსწავლეების სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად

·         მონაწილეობა მიიღონ უკეთესი სკოლის შექმნაში, და მზად არიან ერთობლივად განახორციელონ ცვლილებები

·         გადაწყვეტილებები სასკოლო და საკლასო პრაქტიკის კვლევიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე მიიღონ.

სკოლის გუნდი მოიცავს: სკოლის დირექტორს, ინფორმაციულ მენეჯერს და მასწავლებლებს.

სკოლის გუნდების ტრენინგი

სკოლის გუნდები მონაწილეობას იღებენ ტრენინგში. გუნდები:

·         ჩამოაყალიბებენ საერთო ხედვას და სკოლის ციფრული ინოვაციის შესახებ იდეებს გაუზიარებენ ერთმანეთს

·         ციფრული ინსტრუმენტის საშუალებით სკოლის თვით-შეფასების რეპორტს შექმნიან, ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პრაქტიკაში საკუთარ მიღწევებსა და გამოწვევებს გაანალიზებენ

·         სპეციალური ონლაინ ინსტრუმენტის საშუალებით სკოლის ციფრულ სტრატეგიას შექმნიან და ონლაინში განათავსებენ

·         სკოლის ციფრულ დღის წესრიგს პოპულარიზებას გაუწევენ სასკოლო საზოგადოებაში, მათი თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად

·         ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს, სერვისებსა და მასალებს გაეცნობიან ინოვაციური ციფრული სასწავლო პრაქტიკის დასანერგად

·         ინოვაციურ პრაქტიკას სხვა სკოლებს გაუზიარებენ მათთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

ფინალური კონფერენცია

ფინალური კონფერენცია ბათუმში გაიმართება. კონფერენციის განმავლობაში გუნდები ციფრული სასწავლო პრაქტიკის მაგალითებსა და წარმატებულ ისტორიებს გაუზიარებენ ერთმანეთს. ასევე, ინფორმაციას მიიღებენ მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ტენდენციების შესახებ.

 


3 comments:

  1. ციფრული სკოლის პროექტი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის გამოწვევაა. ჩვენი სკოლის ციფრული სტრატეგია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება-ნაბიჯი ინოვაციებისკენ.

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. იმედი მაქვს, პროექტი მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენი სკოლის ციფრულ კლიმატს, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება სწავლა-სწავლების პროცესზე.

    ReplyDelete