სასკოლო კონფერენცია
9 ივნისს, ფხვენისის საჯარო სკოლაში ჩატარდა სასწავლო კონფერენცია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საგნობრივი და ინტეგრირებული თემები. კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით. კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო პოსტერები დაიბეჭდება და განთავსდება სკოლაში თვალსაჩინოდ.ციფრული სკოლა-ჩემი სკოლა
სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლა
Thursday, June 9, 2022
Saturday, April 17, 2021
სასკოლო კონფერენცია
ესეები და ციფრული პოსტერები
30
მარტს, ფხვენისის საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო
კონფერნეცია თემაზე: ,,ადამიანის უფლებები“.
კონფერენციას ორგანიზება გაუწია სამოქალაქო განათლების
მასწავლებელმა, ლალი ლალიშვილმა. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ სკოლის უფროსკლასელები.
მოსწავლეებმა
ესეებთან ერთად წარმოადგინეს ციფრული თემატური პოსტერები.
პოსტერების
დათვალიერება შესაძლებელია ამავე ბლოგზე, ჩანართში ,,პოსტრები სამოქალაქო განათლებაში“.
Thursday, March 11, 2021
სასწავლო პოსტერები
ციფრული
რესურსები
პროექტის
ფარგლებში შექმნილი ციფრული რესურსების ბანკს კიდევ ოთხი საინტერესო პოსტერი შემოემატა.
ოთხივე პოსტერი სასწავლო მიზნებით შეიქმნა ქიმიასა და ბუნებაში.
მნიშვნელოვანია,
რომ პოსტერები მომზადდა მოსწავლეთა მიერ, საგნის მასწავლებლის, გიული მეტრეველის ფასილიტაციით.
აღნიშნული
რესურსით შესაძლოა ისარგებლონ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა, სასწავლო მიზნებიდან
გამომდინარე.
Saturday, February 6, 2021
პოსტერი
საკონკურსო თემატიკაზე მუშაობა დამთავრდა
პროექტი
,,ციფრული სკოლა-საქართველო“ მონაწილე სკოლებისგან
მოითხოვდა საკონკურსო ბლოგის, პოსტერისა და ვიდეორგოლის შექმნას 7 თებერვლამდე.
ბლოგზე
მუშაობა ლიდერთა ჯგუფმა მალევე დაიწყო. ბლოგის მთავარ კედელზე განთავსდა როგორც პროექტის
მიმდინარეობის ამსახველი პოსტები. ჩანართებზე
დაწკაპვით შეგიძლიათ მცირე ინფორმაცია სკოლის, პროექტის, ლიდერთა ჯგუფის, ციფრული მხარდამჭერების შესახებ.
ბლოგზე ნახავთ პროექტში ჩართული მოსწავლეების შთაბეჭდილებებსაც. აქვე მოვუყარეთ ჩვენს მიერ მომზადებულ ციფრულ რესურსს, შევქმენით სამახსოვრო
გალერეა.
დასრულდა
პოსტერსა და ვიდეორგოლზე მუშაობაც. თითოეული პროდუქტის შექმნაზე ლიდერთა ჯგუფთან ერთად
მუშაობდნენ მოსწავლეები.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს
ციფრულ მხარდამჭერებს. რომ არა ისინი, პროექტი ასე საინტერსოდ ვერ წარიმართებოდა და
რაც მთავარია, პროექტი გრძელდება და ძლიერდება.
Wednesday, January 27, 2021
ინფოგრაფიკები და მათი როლი
სასწავლო პროცესში
პროექტი
,, ჩემი სკოლა-ციფრული სკოლა“ გრძელდება.
დღეს,
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა , ამჟამად ესტონეთის დიპლომატიის სკოლის სტუდენტმა,
ეთო გლურჯიძემ, ჩაატარა ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.
მან
თავისი გამოცდილება და ესტონური სწავლების პრაქტიკა გაგვიზიარა და ჩვენი ყურადღება
შეაჩერა ინფოგრაფიკების მნიშვნელობაზე, როგორც თანამედროვე, მოთხოვნად ინსტრუმენტზე,
რომელიც დღითიდღე მოთხოვნადი ხდება ყველა სფეროში. გაგვაცნო რამდენიმე ხელმისაწვდომი პლატფორმა და
მასზე მუშაობის დეტალები. მოგვცა კონკრეტული
რჩევები, რა უნდა გავითვალისწინოთ ინფოგრაფიკების
შექმნისას დიზაინის, სტრუქტურისა თუ
შინაარსის მიმართულებით.
შეხვედრა
წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში. ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს
ჩვენი სკოლის სწავლა-სწავლების პრაქტიკაზე და დადებითად აისახება მოსწავლეთა მოტივაციასა
და აკადემიურ უნარებზე.
Monday, January 25, 2021
ჩვენი ციფრული მხარდამჭერები
TV სკოლა - სწავლა-სწავლების ხელშემწყობი პლატფორმა
პროექტი
,,ციფრული სკოლა-ჩემი სკოლა“ გრძელდება.
25
იანვარს შედგა მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში. ამჯერად ჩვენი ციფრული მხარდამჭერი
იყო ჩვენივე სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ბედიანაშვილი, რომელმაც პედაგოგებს დეტალურად
გააცნო TV სკოლის საიტი, მისი გამოყენების ინსტრუქცია.
პედაგოგთა ნაწილისათვის ეს პლატფორმა უკვე ცნობილია და წარმატებით იყენებს საკუთარ პრაქტიკაში, თუმცა მათთვის, ვინც პირველად გაეცნო საიტს, შეხვედრა აღმოჩნდა კიდევ უფრო საინტერესო. მათაც გამოთქვეს სურვილი მოსინჯონ საიტზე კლასების შექმნა, მზა ტესტების გამოყენება და საკუთარი დავალებების შექმნა.
Friday, January 22, 2021
ლიდერთა ჯგუფის მიერ დაორგანიზდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოხდა პროექტის პრეზენტაცია ,,ციფრული სკოლა-ჩემი სკოლა“. მოსწავლეები გაეცვნენ პროექტის ფარგლებში შექმნილ ბლოგს, პროექტის შინაარსსა და მიზანს. გამოთქვეს მზაობა ჩაერთონ სკოლის ციფრულ მხარდამჭერთა აქტივობებში.
მოსწავლეებმა
დაასახელეს ის ციფრული რესურსები, რომლებსაც აქტიურად იყენებენ. მათ აქვთ სურვილი კიდევ
უფრო განივითარონ უნარები ამ მიმართულებით.
გამოხმაურების სტიკერები.